Sunday, June 13, 2021
Saturday, June 5, 2021
რა მთავარი ფუნქციები აქვს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებს?
დირექტორის არჩევა:
- სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს;
- უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს;
სკოლის ბიუჟეტი:
- სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
- აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
- სამეურვეო საბჭოს თანხმობა აუცილებელია ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება სკოლის ბიუჯეტის 5%-ს.
სკოლის შენაგანაწესი:
- სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გაdაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს;
- დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე;
- უფლებამოსილია წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი. სააპელაციო კომიტეტი, სამეურვეო საბჭო განიხილავს აგრეთვე საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.
- სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
- ეროვნული სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოები, შიდა სასკოლო გამოცდები:
- გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის თაობაზე;
- უფლებამოსილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს დირექტორს, მიმართოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება;
სხვადასხვა:
- სამეურვეო საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იხილავს სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ ინიციატივას;
- სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სკოლის განვითარების სტრატეგიას და სკოლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას;
- უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
- მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
Subscribe to:
Posts (Atom)
-
დამრიგებლის მოვალეობები ყველა კლასს თავისი დამრიგებელი უნდა ჰყავდეს. დამრიგებელს ევალება: სადამრიგებლო საათის ჩატარება თვეში მინიმუმ 4-ჯერ...
-
დღეს ტრენინგზე სახელწოდებით ,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება '' გავეცანით შეფასების სტრატეგიებს, განვიხილეთ და მოვარგეთ ინდივიდუალურა...