Sunday, June 12, 2016

პროექტებით სწავლება მოსწავლეებს უვითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს და ზრდის სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას. ეს მოდული გვასწავლის , თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები. მეორე მოდულში დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. პირველ რიგში, გამოვავლინე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც მინდა ჩემი პროექტის ფარგლებში. მათზე დაყრდნობით დავისახე სასწავლო მიზნები, გამოვყავი მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოიკვეთა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას, რათა მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთონ მნიშვნელოვან ცნებებსა და არსებით საკითხებზე. პროექტები შესაჩლებლობას იძლევა აქტიურობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს.

ჩემი პროექტი.

პროექტის პორტფოლიო.